დიდი სმადის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ტოლერანტობის დღეს ღონისძიება მიუძღვნა
22-11-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდი სმადის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების  პედაგოგმა სპარტაკ ტაბატაძემ  IX-X-XI კლასებში ტოლარენტობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიების თემები იყო: „ ჩვენ თანასწორები ვართ", „ტოლერანტობა და თავისუფლება".

პედაგოგის თქმით, ღონისძიების  მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ განსხვავებული შეხედულებების ადამიანების თანასწორობა.

„მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შემწყნარებლობა, თანასწორობა, ერთმანეთის გვერდში დგომა. ასევე ღონისძიების დევიზი იყო „მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ".  

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში და გამოავლინეს ღრმა დაინტერესება აღნიშნული საკითხისადმი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203