უფლისციხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
22-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის უფლისციხის საჯარო სკოლაში, მე-3 და მე-5 კლასებსა და მე-6 და მე-9 კლასებს შორის ინტელექტუალური კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
უმცროსებში „მრისხანე არწივებმა“, ხოლო უფროსებში „ქორებმა“გაიმარჯვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი საკმაოდ ხალისიანად და ემოციურად წარიმართა.
„ღონისძიებამ ინტერესი გამოიწვია გულშემატკივრებშიც, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ფავორიტ გუნდებს. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.