ალის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი აზერბაიჯანის პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილ სამთავრობო ფესტივალზე მიიწვიეს
22-11-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ალის საჯარო სკოლასთან არსებულმა ცეკვის სტუდიამ „ბრიალი“ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. 

სკოლის ბავშთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბრიალი“, გიგა ქალიაშვილის ხელმძღვანელობით, საირმეში გამართულ, მოზარდთა შემოქმედების მრავალჟანროვან ფესტივალში - „შემოდგომის საირმე - 2019“ მონაწილეობდა. 

ანსამბლის მოცეკვავეებმა მაყურებელი აღაფრთოვანა და დაჯილდოების ცერემონიალზე დამსახურებულად მოიპოვეს მიწვევა აზერბაიჯანის მხრიდან 9-10 მაისს პრეზიდენტ ალიევის იუბილესადმი მიძღვნილ სამთავრობო ფესტივალზე, რომელიც გაშუქდება აზერბაიჯანის ცენტრალური ტელევიზიით, მანამდე კი მოზარდები დეკემბრის დეკადაში მიწვეულნი არიან ბაკურიანის რესპუბლიკურ ფესტივალზე.

ანსამბლის წარმატების გამო ალის საჯარო სკოლის დირექტორმა კახაბერ ღონღაძემ მადლობის წერილი მიიღო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203