განძის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლები პროექტს - „მრავალფეროვანი საქართველო“ დაესწრნენ
22-11-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, რუსთაველის სახელობის განძის N2 საჯარო სკოლის ქართული ენის კლუბის წევრები (ხელმძღვანელი ნ. მიხანაშვილი) და ბიბლიოთეკარი ნინოწმინდაში გამართულ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტს - „მრავალფეროვანი საქართველო“ დაესწრნენ.
პროექტი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ჰოვანეს თუმანიანის, დაბადებიდან 150 წლისთავს მიეძღვნა.
პროექტში ქართველი და სომეხი მწერლები, მეცნიერები, ხელოვანები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ.