ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ
22-11-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები, გიორგი ლაბაური, ლევან სააკაშვილი და მაკა ბუჩუკური, ახალგაზრდა პოეტის, თენგიზ ხუციშვილის, პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ.
მათ პოეზიის საღამოზე პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პოეზიის საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა.