ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
22-11-2019

ტყიბულის N4 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეები პროგრამა -„ჩემი პირველი კომპიუტერიფარგლებში პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.   

სკოლის დირექცია ულოცავს სალომე გოგალაძესა და ნინი ქასრაშვილს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს უსურვებს.  

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203