ფცის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო
22-11-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან დასუფთავების აქციაში და ზრუნავენ სკოლის ეზოს, მისი მიმდებარე ტერიტორიის, საჭიდაოსა და შინმოუსვლელთა პარკის  სისუფთავეზე.

III და IV კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლების-ლელა და მადონა კვენიაშვილების დახმარებით დაამზადეს ბუკლეტები და პლაკატები და  მოაწყეს აქცია, სადაც სოფლის მოსახლეობას  გარემოს დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

მოსწავლეებმა ბუკლეტები დაურიგეს მოსახლეობას, პლაკატები კი გამოაკრეს თვალსაჩინო ადგილებში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203