ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მე-4 ადგილი მოიპოვა
21-11-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, მარიამ ცინდელიანიმა, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მე-4  ადგილი აიღო.

მარიამ ცინდელიანი „ეტალონისგან“ სიგელით დაჯილდოვდა.

„ეტალონის“ II ეტაპის ღონისძიება მესტიაში 3 ოქტომბერს ჩატარდა.

ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203