წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ანანურის ციხე-სიმაგრე მოინახულეს
21-11-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პროექტის- „შემოდგომის საქართველო“ ფარგლებში ანანურის ციხე-სიმაგრე მოინახულეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ანანურში ექსკურსიამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„სასწავლო-შემეცნებითი პროექტის „შემოდგომის საქართველოს“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოინახულეს ანანურის ციხე-სიმაგრე- ყველაზე კარგად შემონახული ციტადელი საქართველოში. ულამაზესი ხედები ჟინვალის წყალსაცავზე, არაგვის ხეობის ბუნება, ხევსურული კოშკი, ღვთისმშობლის მიძინებისა და ღვთაების ტაძრები,  ეკლესიის ბარელიეფები - ეს ის დეტალებია, რომლებიც პირველ შთაბეჭდილებას ანანურზე პოზიტიურ მოგონებად აქცევს. ყველაზე მთავარი კი წვირმელების მომღიმარი სახეები და ამაღლებული განწყობა იყო“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203