ბავრის საჯარო სკოლაში საშემოდგომო აქტივობები განხორციელდა
21-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბავრის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საშემოდგომო აქტივობა განხორციელდა.

მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი „ოქროსფერი  შემოდგომა“ და ბუნებრივი, ყვითელი ფოთლებით მორთეს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურული, მხატვრული გვერდიც.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად, ხშირად დადიან სალაშქროდ და სურვილი აქვთ, რომ თბილისს ეწვიონ.

სკოლის პედაგოგი აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურისა და ლიტერატურის სწავლება.  

„ვასწავლი  საქართველოს სიყვარულს, ვასწავლი ქართველი  პოეტების  ლექსებს, ქართული  სიტყვის  ძალას  და სილამაზეს,  მოსწავლეებიც  ძალინ  მონდომებულები  არიან.

ბავშვის  მახსოვრობა დაუწერელი, სუფთა დაფაა, რასაც დაწერ, ის დაამახსოვრდებათ, ამიტომ მსურს  ბავშვობიდანვე დაამახსოვრდეთ, შეუყვარდეთ საქართველო - ჩვენი სამშობლო“,-აცხადებს სკოლის პედაგოგი.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203