ალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
21-11-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, მოხალისე პედაგოგმა, ალექსის ზიკაფუსიმ, ასევე ინგლისურის პედაგოგებმა: დარიკო გორგოძემ და თინათინ დვალაშვილმა მოსწავლეები შეახვედრეს მათთვის საინტერესო პროფესიის წარმომადგენლებს:

ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს - ნატალია ჭამიაშვილს,მარიამ ხუროშვილს, ჟურნალისტ თამარ ჯავახიშვილს (გაზეთი „ხაშურის მოამბე“); არქეოლოგ ბექა ბერიაშვილს, მოცეკვავე გიგა ქალიაშვილს, მწვრთნელ მალხაზ ნოზაძეს, პედაგოგ ლიანა მიქაძეს, ექიმ ხათუნა ახალკაცს.

მოწვეულმა სტუმრებმა ინდივიდუალურად გააცნეს მოსწავლეებს სასურველი პროფესიის სპეციფიკა, უპასუხობდნენ კითხვებს და ბავშვებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა იყო პოზიტიური, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს მომავალი პროფესიის უკეთ დაგეგმვაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203