ჭილურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყე დაასუფთავეს
21-11-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭილურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყე დაასუფთავეს.
„მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაიწყეს ზამთრისთვის მზადება. ყველამ ერთად ააგროვეს გირჩები, ტყე დაასუფთავეს და გაალამაზეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები აქტივობით კმაყოფილები დარჩნენ.