ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე აქტიურად მუშაობს
21-11-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე „მარჯვე ხელები“ აქტიურად ფუნქციონირებს.
წრე სკოლის VIII კლასში 2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. მისი მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა - განვითარება და ცოდნის გაღრმავებაა.
„მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ეცნობიან თეორიულ მასალას და საკუთარ ფანტაზიას რეალობად საქმით აქცევენ. „მარჯვე ხელები“-ს წრის წევრები ხელნაკეთ ნივთებს, სუვენირებსა და აქსესუარებს ამზადებენ“, ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წრის ხელმძღვანელი მასწავლებელი ფიქრია ჟიშიაშვილია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს