
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის (პროექტ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020) წევრებმა, მე–6 კლასელებთან ერთად, გარემოსდაცვითი აქცია მოაწყეს.
პროექტის სლოგანები ასე ჟღერდა - „გარემოს დაბინძურება კაცობრიობას გადაშენებით ემუქრება“, „სუფთა ჰაერი ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აკლია“.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფელში არსებული ნალიმას ტყე–პარკი ხმელი ტოტებისაგან, ეკალ–ბარდებისაგან და პოლიეთილენის თუ პლასტმასის ნარჩენებისგან.
„მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ხეები არამარტო ჩვენს ჯანმრთელობას უწყობენ ხელს, არამედ ჩვენი პლანეტის გადარჩენისთვის იბრძვიან, რადგან ამცირებენ ნახშირორჟანგის კონცენტრაციას ატმოსფეროში და გლობალური დათბობის შენელებას უწყობენ ხელს.
გარემოსდაცვით აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ბატონი ალიკა ბენდელიანი და თემის სხვა წარმომადგენლები“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები