ფერმის საჯარო სკოლაში თემაზე - „ცა ყველასთვის ერთია“ დისკუსია ჩატარდა
21-11-2019
კასპის მუნიციპალიტეტის ფერმის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კვირეული გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამოქალაქო განათლების კვირეულის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის მე-7 კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ჩატარდა დისკუსია თემაზე "ცა ყველასთვის ერთია". დისკუსიას სამოქალაო განათლების მასწავლებელი დავითი ქოთოლაშვილი ხელმძღვანელობდა.