ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში პროექტი - „მომავალი ძალადობის გარეშე“ ხორციელდება
21-11-2019
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში პროექტი - „მომავალი ძალადობის გარეშე“ ხორციელდება.

სკოლის ინფორმაციით, პროექტს საფუძველი გასულ სასწავლო წელს ჩაეყარა და იგი მოიცავდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას.

„ინგლისური ენის კათედრის აქტიური ჩართულობით განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა ბულინგის პრევენციის მიზნით. მიმდინარე სასწავლო წელს გრძელდება ზემოთხსენებული პროექტი.

პროექტს აქტიურად შემოუერთდნენ მეორე კლასის მოსწავლეები, ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი, რომელზეც მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ენახათ შესაბამისი შინაარსის ანიმაცია და განეხილათ ის, შედეგად ჩამოაყალიბეს პოზიტიური გზავნილები ინგლისურ ენაზე და დაამზადეს პოსტერი“, - ნათქვამია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203