თბილისის N145 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
21-11-2019
თბილისის N145 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეება შემოდგომის უკანასკნელი დღეები ზეიმით გააცილეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხევდით მე-2/1 და მე-3/3 კლასის მოსწავლეებმა ზეიმით გააცილეს შემოდგომა.

"ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში შემოდგომის სურნელება და სიუხვე ტრიალებდა. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გადმოსცეს ბარაქიანი შემოდგომის თავისებურებანი.

ქართულმა შემოდგომამ სიმდიდრითა და სიუხვით სავსე კალთა დააფერთხა საქართველოს და თავისი მადლიანი სურნელი ჩვენს სკოლაშიც დაატრიალა.მოსწავლეებმა საკუთარი თვითშემოქმედებით საზეიმო განწყობა შექმნეს და დიდი სიამოვნება მიანიჭეს მოწვეულ სტუმრებს", - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203