მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
21-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარჩინებით სწავლისთვის საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები მიიღეს.

მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროგრამის-„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცა.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203