
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პროექტ - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, საჩუქრად კომპიუტერი გადასცა მეათეკლასელებს.
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები: ანა გოგოლაური, ნინი ლომინაშვილი, მამულო ლომინაშვილი, ბერიკა წაქაძე, გიორგი თუთარაშვილი.
სკოლის დირექტორი, ქალბატონი ინგა წიგნაძე და კლასის დამრიგებელი ქალბატონი ირინე პირველაშვილი იზიარებენ მოსწავლეების სიხარულს და ულოცავენ ამ დიდ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები