ქვილიშორის საჯარო სკოლაში თემაზე - „ემოციები“ კლასის საათი ჩატარდა 
21-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვილიშორის საჯარო სკოლის III კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „ემოციები.“

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დამრიგებელმა ნათია ფაჩუაშვილმა მოსწავლეებს აუხსნა, რომ სხვადასხვა მოვლენასა თუ ამბავზე ისინი სხვადასხვა ემოციებს გამოხატავენ. ზოგჯერ მსახიობები ემოციებს საუბრის გარეშე გამოხატავენ და ამ ჟანრს პანტომიმა ჰქვია. მოსწავლეებმა შეაჯამეს საუბარი და დაასკვნეს, რომ ურთიერთობის დროს  დიდი მნიშვნელობა აქვს  სხვათა ემოციების გამოცნობასა და გაგებას.

მოსწავლეებმა გაითამაშეს სიტუაციური თამაშები. გამოხატეს თავიანთი ემოციები და შთაბეჭდილები გაუზიარეს ერთმანეთს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203