ზედა საზანოს საჯარო სკოლაში ოჯახური ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
21-11-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ზედა საზანოს საჯარო სკოლაში პედაგოგ ლია მიროტაძის მიერ საინფორმაციო შეხვედრა - „არა ძალადობას“  ჩატარდა.

შეხვედრა მოსწავლეების, სკოლის პედაგოგების, სამედიცინო პერსონალის, სოფლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეთა მშობლებისათვის მოეწყო.

შეხვედრაზე პედაგოგმა დამსწრეებს ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სიმულაციური და როლური თამაშების მეთოდები გამოიყენა

პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებშია მხარდაჭერილი და მას ორგანიზაცია „Human Doc“ ფონდი "სოხუმთან" პარტნიორობით ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203