ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში კონფერენცია და გამოფენა-კონკურსი ჩატარდა
21-11-2019

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში  გეოგრაფიის მასწავლებელმა, ანიად აბგარიანმა  ჩაატარა კონფერენცია  თემაზე  -„გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“; ასევე მოეწყო გამოფენა-კონკურსი - „მსოფლიოს ეკოლოგიური პრობლემები“.

ღონისძიება მასშტაბური  იყო და მასში მონაწილეობდნენ ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მე-6-12 კლასების მოსწავლეები. 

ღონისძიების დასასრულს კი გამოვლინდა გამარჯვებული კლასები  და მოეწყო გამარჯვებულების დაჯილდოება სამ ნომინაციაში.
გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ სასკოლო ნივთები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203