უფლისციხის საჯარო სკოლა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 179-ე წლისთავის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებას შეუერთდა
21-11-2019

გორის მუნიციპალიტეტის უფლისციხის საჯარო სკოლა ვარიანში გამართულ, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 179- წლისთავის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებას შეუერთდა.

მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი სიხარულით ჩაერთვნენ.

„სკოლამ მოაწყო პავილიონი და წარმოადგინა მუსიკალური ნომრები. ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს დღესასწაული მიულოცეს გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა“,- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203