ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ჩემი საყვარელი სათამაშო“ გამართეს
21-11-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ორღულის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე პრეზენტაცია - „ჩემი საყვარელი სათამაშო“ გამართეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ია დარბაიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო პრეზენტაცია წარმოადგინეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.