მორძგვეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
21-11-2019

როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის  მორძგვეთის საჯარო სკოლის  წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერებით დააჯილდოვეს.

"2018-2019 სასწავლო წელს  სსიპ როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის  სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური  სამმა მოსწავლემ დაასრულა; სამივე მოსწავლე  წარჩინებული  სწავლითა და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩეოდა. დაუფასდათ შრომა. ჭიათურა-საჩხერის 133 წარმატებულ მოსწავლეს  შორის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებიც მედეა ასანიძე, ნინო მეგრელიშვილი და დავით ღვალაძე  თავიანთი შრომის შედეგად მიღწეულ  პირველ გამარჯვებას ზეიმობდნენ. მათთან ერთად თავიანთი მოსწავლეების წარმატებით ხარობდნენ მათი პედაგოგები: სკოლის დირექტორი  ქალბატონი მაია ბარჯაძე, მზია ღვალაძე , ეკატერინე კაპანაძე , მშობელი ლია მიროტაძე;

წარმატებებს ვუსურვებთ მედეას, ნინოს და დავითს თავიანთ ახალ მეგობრებთან და პედაგოგებთან!",- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203