თბილისის N152 საჯარო სკოლის პედაგოგმა „თბილისობასთან“ დაკავშირებით პროექტი განახორციელა
21-11-2019

თბილისის N152 საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელმა ხათუნა გულიაშვილმა თბილისობასთან“ დაკავშირებით, მეექვსე კლასების მოსწავლეების ჩართულობით, ჩაატარა საინტერესო პროექტი.

მოსწავლეებმა ისტ-ის გამოყენებით შექმნეს წიგნები, რომლებშიც თავი მოუყარეს ინფორმაციას თბილისის უბნების შესახებ.

შემაჯამებელ ინტელექტუალურ კონკურსზე მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს თბილისის ისტორიის, ძველი უბნების, ტრადიციებისა და ქალაქური წეს-ჩვეულებების შესახებ. მათ ასევე წაიკითხეს ჩვენი დედაქალაქისადმი მიძღვნილი ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

მონაწილე და გამარჯვებული კლასები დაჯილდოვდნენ სპეციალური სიგელებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203