მერეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა
21-11-2019

გორის მუნიციპალიტეტის მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა.

სკოლის დირექცია ულოცავს X კლასის წარჩინებულ მოსწავლეს - ნელი რობანიშვილს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს უსურვებს.

„ვულოცავთ ნელის ამ დამსახურებულ საჩუქარს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას მომავალშიც!“-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203