გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლის ესსემ პროექტში მეორე ადგილი მოიპოვა
21-11-2019

გორის მერიის, ასევე კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით. CINEDOC-მა განახორციელა პროექტი „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“.

გორში  შეხვედრა PITA-ს ოფისში გაიმართა, სადაც ორი ფილმის ჩვენების შედეგად, მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ესსე, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: „ტრადიციები და თანამედროვეობა“,  „ნაადრევი ქორწინება“ და „ადამიანის უფლებები“.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს შეასწავლოს ადამიანის უფლებები ფილმებით, რომლებიც ნათლად გადმოსცემს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას.

გორის N12 საჯარო სკოლის 20-მდე მოსწავლე იყო ჩართული აღნიშნულ პროექტში და XI კლასის მოსწავლის, მარიამ მაისურაძის ესსემ, რომლიც ნაადრევ ქორწინებას ეხებოდა,  მე-2 ადგილი დაიკავა.

მარიამი სხვადასხვა ფასიანი საჩუქრითა და სერტიფიკათით დაჯილდოვდა.

სკოლის დირექციამ მას სამომავლო წარმატებები უსურვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203