
მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით სპორტულ-გასართობი შეჯიბრება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
მოსწავლეები შეჯიბრებაში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მხიარულ სტარტებში“ ერთმანეთს პირველ კლასელები დაუპირისპირდნენ.
Iა კლასის გუნდს „ვარსკვლავები“ დამრიგებელი სუსანა გალუსტიანი ხელმძღვანელობდა, Iბ კლასის გუნდს „მზე“ კი -
დამრიგებელი ვიოლეტა სარქისიანი.
გაიმარჯვა Iბ კლასის გუნდმა „მზე“.
დირექციამ გამარჯვებულ გუნდს პრიზი გადასცა, ასევე ღონისძიების მონაწილეები ფერადი კალმებით და ტკბილეულით დაასაჩუქრა.
„ბედნიერ ბავშვობას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს პირველკლასელებს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები