„გავაცილოთ შემოდგომა“ - ქვაყუდის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
21-11-2019
სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ქვაყუდის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „გავაცილოთ შემოდგომა“ მოაწყვეს.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სასკოლო სივრცეში შემოდგომა „გააცოცხლეს“, საკლასო ოთახი კი იმ ნივთებითა და ნაკეთობებით მორთეს, რომლებიც წელიწადის ამ მშვენიერ დროს უკავშირდება.
მოსწავლეებს აქტიურად დაეხმარა ერთ-ერთი მშობელი გოგიტა გიორგაძე, რომელმაც მნიშვნელოვანი შრომა და დახმარება გაუწია სკოლას შემოდგომისა და რთველისთვის დამახასიათებელი ძველი ქართული ნივთების შეგროვებასა და გაწყობაში.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, ასევე, შეასრულეს ქართული სიმღერები, ცეკვები, ლექსები და შემოდგომაზე გამოცანები წარმოადგინეს. მათ "თათარა მოადუღეს" და "ჩურჩხელები ამოავლეს".
ზეიმზე მშობლები და საბავშო ბაღის აღსაზრდელებიც იყვნენ მიწვეულები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს