
თბილისის N174 საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგებს გამოემშვიდობა. სკოლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პედაგოგებმა მრავალი თაობა აღზარდეს ღირსეულად, რის გამოც მადლობა დაიმსახურეს.
„გავაცილეთ არაერთი ღირსეული თაობის აღმზრდელი, ღვაწლმოსილი პედაგოგები. შეუფასებელია თქვენი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე. მადლობა თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ბედნიერ, ხალისიან და მშვიდობიან დღეთა სიმრავლეს, გეხაროთ და გეამაყოთ თქვენი მშობლიური სკოლის წინსვლით და წარმატებებით. ჩვენ კი ამაყები ვართ იმით, რომ თქვენთან თანამშრომლობის ბედნიერება გვხვდა წილად.
გვიყვარხართ, გვიყვარხართ და გვეიმედებით!!!“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები