
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გოგონებმა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“-ის ფარგლებში ჩატარებულ მუნიციპალურ თამაშებზე, ფრენბურთში გამართულ შეჯიბრში I ადგილი მოიპოვეს.
ქეთევან ბაღიაშვილი, ანი მჭედლური, სალომე წიკლაური, სალომე ჭურჭელაური, მარიამ ჯაბანიშვილი და თინათინ ღვინიაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„სკოლა ამაყობს მათი მიღწევით და მოსწავლეებს რეგიონულ თამაშზე წარმატებას უსურვებს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.