ოზურგეთის N2 სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
21-11-2019
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის I4 კლასის მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი - „აი ია“ ჩაუტარდათ.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ირინა მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა. მასწავლებელმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი გამოიყენა.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და საანბანო პერიოდი საზეიმო განწყობით დაიწყეს.