ფერიის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
21-11-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის მე-4 კლასში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა

მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად და მონდომებით ჩაერთვნენ. მათ შეასრულეს ქართული სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს წელიწადის დროებზე.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გამოფინეს ხილი, ასევე მათ მიერ შესრულებული საშემოდგომო თვალსაჩინოებები.

ღონისძიების მონაწილეებმა დამრიგებეთან ერთად მოადუღეს თათარა და ჩურჩხელები ამოავლეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი სოფია ნაკაშიძე იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203