
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოროლისთავის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ჩაატარეს ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ხილით დახუნძული კალათებით საკლასო ოთახი გულმოდგინედ მორთეს და წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე. ღონისძიება შემეცნებითი და საინტერესო იყო.
მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის იმ დღეს საკლასო ოთახში ნამდვილი „ოქროსფერი შემოდგომა“ დადგა.