„ჩვენ ვზრუნავთ ოთხფეხა მეგობრებზე“- ასპინძის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
21-11-2019

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის I კლასში დამრიგებელის, მანანა კედელაშვილის ხელმძღვანელობით პროექტი - „ჩვენ ვზრუნავთ ოთხფეხა მეგობრებზე“ განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო, ბავშვებს ეზრუნათ ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებულ ცხოველებზე. მათ ამ მიზნით ძაღლების ქოხები დაამზადეს და პარკში დადგეს. მოსწავლეებმა სპეციალურ ადგილებზე ძაღლებისთვის საკვები პროდუქტები მოათავსეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის შეფასებისას ხელმძღვანელმა მანანა კედელაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია ამ პრობლემამ. მისივე თქმით, მოსწავლეები მზად არიან, როგორც შეძლებენ, მომავალშიც იზრუნონ ცხოველებზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203