ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
21-11-2019

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში საგანში „მე და საზოგადოება“ შინაური ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების თემაზე გაკვეთილი ჩატარდა.

III კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე თავიანთი სახლის ბინადრების - ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კლასის დამრიგებელი სოფო წერეთელია, საგნის მასწავლებელი კი - ნატო კლდიაშვილი.  

„მოსწავლეებმა ხალისით ისაუბრეს საყვარელ არსებებზე, მათ თვისებებზე და შეთანხმდნენ, რომ ოჯახის სრულუფლებიან წევრებს - სასურველ ბინადრებს ისეთივე სითბო, სიყვარული და მოვლა სჭირდებათ, როგორიც ადამიანებს“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203