შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასურველი დეკორის გამოყენებით ახალი მოდელების შექმნას სწავლობენ
გორის მუნიციპალიტეტის, შინდისის საჯარო სკოლა „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამაშია ჩართული.პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ, როგორ შექმნან ახალი მოდელები საკუთარი გემოვნების, ფანტაზიისა და სასურველი დეკორის გამოყენებით.
სასწავლო პროცესი საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს.
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2017 წელს ამოქმედდა და 2019 წლამდე მასში 250-ზე მეტი საჯარო სკოლა და 32 კერძო და საჯარო კოლეჯი/უნივერსიტეტი ჩაერთო.
პროგრამა რამდენიმე განსხვავებული მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული:
- მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
- პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა, გაანალიზება და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღება;
- შემდგომი განათლების მიღების სტიმულირება;
- პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა;
- საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერება;
- საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
იხილეთ ფოტოები