ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
21-11-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგებერაოს საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეები ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

გასვლითი ღონისძიება პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ მიხედვით დაგეგმილი პროექტის - „აღმოაჩინე გალაქტიონი“ მიხედვით განხორციელდა.

ღონისიების ხელმძღვანელმა ლიდა ზარქუამ აღნიშნა, რომ პროექტის მიზანი გალაკტიონის შემოქმედების უფრო საფუძვლიანად გაცნობა და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო.

ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203