საპენსიო ასაკის პედაგოგებს ჯილდოს მიღებისთვის განაცხადის გაკეთება გამოცდების შედეგების გაგების შემდეგაც შეეძლებათ
21-11-2019
ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპზე განაცხადის გაკეთების საშუალება იმ მასწავლებლებსაც მიეცემათ, რომლებიც ნოემბერში ორგანიზებული გამოცდების შედეგებს ელოდებიან. მათ რეგისტრაცია ტესტირების შედეგების გამოქვეყნების შემდგომ შეეძლებათ.

აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა აბულაძემ, პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

„ახლა გამოცხადებულია ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი და თვის ბოლომდე მასწავლებლებს საშუალება აქვთ განაცხადები შემოიტანონ. თუმცა ეს მასწავლებლები ასევე ელოდებიან გამოცდების შედეგებს. საბოლოო პასუხები მათ დეკემბრის დასაწყისში ეცოდინებათ და თუ მოხდება ისე, რომ მასწავლებელი გადაწყვეტილებას გამოცდების შედეგების გაგების შემდგომ მიიღებს, ჩვენ  მზად ვართ, რომ დეკემბერში დამატებითი ფანჯარა გავხსნათ ამ მასწავლებლებისთვის“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

იხილეთ ასევე: ჯილდოს მისაღებად საპენსიო ასაკის მასწავლებლების განაცხადების მიღება დაიწყო - იხილეთ რეგისტრაციის ვადები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203