მასწავლებლის სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების ინსტრუმენტებში ცვლილებები შევიდა
22-11-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის ბრძანებით, მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ დოკუმენტში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტი მოცულობითია, 106 გვერდსა და 32 თავს მოიცავს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დოკუმენტში განსაზღვრულია შემდეგი საკითხები :

  •  გაკვეთილზე დაკვირვებისა და სამოდელო გაკვეთილის რუბრიკა;
  • სემესტრის განმავლობაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა;
  • სასწავლო რესურსების, სასწავლო პროექტიებისა და სოციალური პროექტების რუბრიკა;
  • საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა;
  • კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორობა;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგის გავლა;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის აკრედიტებული ტრენინგ-მოდულის ტრენერობა;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის 4 აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგ-მოდულის ავტორობა და ა.შ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203