
ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ გარემოს დამცველები“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში სკოლაში მოიწვიეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონალური სამმართველოს უფროსი სპეციალისტები: დემურ ზუბიაშვილი და ზაზა ნასყიდაშვილი, რომლებმაც ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებს მიაწოდეს საჭირო, აუცილებელი და კომპეტენტური ინფორმაცია.
„საინტერესო იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული საუბარი. მოსწავლეებმა ყველა კითხვაზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და გამოთქვეს კმაყოფილება ამ აქტივობასთან დაკავშირებით“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ რამდენადაც მსოფლიო ცივილიზაცია აუცილებელ ფაზაში შედის, იმდენად ადამიანები შორდებიან პირადი პასუხისმგებლობის შეგრძნებას, ისინი ვერც კი გრძნობენ როგორ სპობენ ჟანგბადისაკენ მიმავალ გზას. მისივე თქმით, ამიტომაც, საჭიროა თითოეულმა მოსწავლემ საკუთარ საქმედ აღიქვას გარემოს დაცვა.
იხილეთ ფოტოები