ზედა საზანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისში სასწავლო ექსკურსიით იმყოფებოდნენ
21-11-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ზედა საზანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა და მათი მშობლების მიერ ქუთაისში სასწავლო ექსკურსია მოეწყო.
ექსკურსია საგაკვეთილო თემის - ,,ჩვენ მივდივართ მუზეუმში“ უკეთ ათვისებისა და გააზრების მიზნით დაიგეგმა და მას კლასის დამრიგებელი, თამარ ბრეგვაძე, ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ისტორიული მუზეუმი და ბაგრატის ტაძარი დაათვალიერეს, ასევე, სოფელ ზედა სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
„ბავშვებმა გაკვეთილზე მიღებული ცოდნა ჩინებულად გამოიყენეს მუზეუმის დათვალიერების დროს და მდიდარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს