წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაუტარდათ
21-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა.

კლასის დამრიგებელი ნათელა ჭოლოკავაა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი კი - დოდო ხაჩიძე.

მოსწავლეებს ბიბლიოთეკარი ლილი ლექვთაძე მასპინძლობდა.

„ქალბატონი დოდო მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის დანიშნულების შესახებ, ასევე ხაზი გაუსვა წიგნის ერთობლივი კითხვის, გაგება-გააზრების მნიშვნელობას.

მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი წიგნის პრეზენტაცია კლასის წინაშე წარმოადგინეს.

ერთობლივ კითხვაში თავისი საყვარელი წიგნით ჩაერთო პედაგოგი დალი სილაგაძე. მან წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის ლექსები: „მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა“ და „გამარჯობა აფხაზეთო შენი“.
ქალბატონმა დოდომ თავისი საყვარელი წიგნის - კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ პრეზენტაციის შემდეგ საინტერესოდ წარმოუდგინა მოსწავლეებს გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, კერძოდ, ესაუბრა ე.წ. „კარცერი-ლუქსის“ შესახებ.
მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ანალოგიური ტიპის გაკვეთილი კვლავ ჩაატარონ სკოლის „კარცერ-ლუქსში“ და ახლადწაკითხული წიგნები და ავტორები გააცნონ ერთმანეთს“,- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203