„ჩვენი მზიანი შემოდგომა“ - საგვაზავოს საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
21-11-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის, საგვაზავოს საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩვენი მზიანი შემოდგომა“ ჩატარდა.
„შემოდგომა გავაცილეთ, ხვავით და ბარაქით სავსე. კიდევ ერთი ლამაზი დღე საგვაზავოს სკოლაში“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მოსწავლეებმა, კლასების მიხედვით, საქართველოს კუთხეები წარმოადგინეს.
ღონისძიებაში მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები აქტიურად ჩაერთნენ.