„ენების ევროპული დღე ჩემს სკოლაში“ - ქუთაისის N30 საჯარო სკოლის ფრანგული და ინგლისური ენების მასწავლებლებმა პროექტი განახორციელეს
21-11-2019
ქუთაისის N30 საჯარო სკოლის ფრანგული და ინგლისური ენების მასწავლებლებმა პროექტი - „ენების ევროპული დღე ჩემს სკოლაში“ განახორციელეს. 

კლასების მიერ თემაზე - „ევროპული ენები ჩემთვის არის“ კლიპი და პლაკატები მომზადდა.

პროექტში მონაწილე მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ ონლაინ აქტივობებში, რაც სახალისო კონკურსებსა და მუსიკალურ ვიქტორინას მოიცავდა. 

მათ მიეცათ შესაძლებლობა უკეთ გაცნობოდნენ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს.                                                         

ღონისძიების დასასრულს ჟიურის მიერ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203