ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
21-11-2019
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის დაჯილდოვდნენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მეათე კლასის მოსწავლეებს: თამარ მეგენეიშვილს, მარიამ დოღონაძეს, ლუკა ლუტიძეს, მილენა კუჭავას, ქრისტინე ცინცაძეს, ლუკა ვარდოსანიძესა და მარიამ არდანიანს პორტაბელური კომპიუტერები გადასცა.

სკოლის დირექტორი, ელიზბარ ბარბაქაძე და მასწავლებლები მოსწავლეებს ერთობლივად მიღწეულ ამ დიდ წარმატებას ულოცავენ.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203