
გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თავის მასწავლებელ ნინო სინჯარაძესთან ერთად ესტუმრნენ.
„სკოლის ბიბლიოთეკარმა, ქალბატონმა ლალი კუპრეიშვილმა პატარებს გააცნო ბიბლიოთეკაში ქცევის წესები და დაათვალიერებინა წიგნები.
ბავშვებში დავინახეთ სასკოლო მზაობა, რაც უდაოდ, საბავშვო ბაღის მთელი კოლექტივის დიდი ძალისხმევის შედეგია.
მადლობას ვუხდით ჩვენს მხიარულ სტუმრებს. ტინისხიდის საჯარო სკოლა ამ პატარებს სექტემბრიდან ელოდება“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები