ზვარეს საჯარო სკოლაში მშობლებთან izrune.ge-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს შესახებ მშობელთა საერთო შეხვედრა ჩატარდა.
მშობლებს მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საგანმანათლებლო პორტალმა მშობელთა მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.
„მშობლებს მიეწოდა ინფორმაცია საგანმანათლებლო ხასიათის პროექტის შესახებ და შევთანხმდით თანამშრომლობაზე. ძალიან დიდი დაინტერესება იყო მშობელთა მხრიდან, რომ შვილების განათლებაში საკუთარ წვლილს შეიტანდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები