
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე მათემატიკის კათედრამ (ფ. მაჭკალაშვილი, ი. ბუდაღაშვილი, ე. ივანიშვილი) ღონისძიება - „ვიჩქაროთ ჭკვიანურად“ ჩაატარა.
ღონისძიების მიზანი იყო ლოგიკური ამოცანების ამოხსნისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება მოსწავლეებში, რაც თავისთავად გულისხმობდა როგორც ნასწავლი მასალის განმტკიცებას, ისე თანამშრომლობას კლასებს შორის.
შემეცნებითი ღონისძიება სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ.
იხილეთ ფოტოები